უაილდერისა და ფიურის ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება
უაილდერისა და ფიურის ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ტაისონ ფიური (26-0, 19 KO) და WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ქამრის მფლობელი დეონტეი უაილდერი (40-0, 39 KO) ბრძოლას 2018 წლის დეკემბერის დასაწყისში გამართავენ. ბრძოლის ჩატარების ადგილი ლას ვეგასი იქნება. ამის შესახებ გაზეთი DailyMail წერს.

ბრძოლის ჩატარების ზუსტ თარიღს ოფიციალურად ყაზახი გენადი გოლოვკინისა და მექსიკელი საულ ალვარესის ბრძოლის შემდეგ გამოაცხადებენ, რომელიც 15 სექტემბერს, ლას ვეგასში T-Mobile-ის არენაზე ჩატარდება.

დიდი ალბათობით, სწორედ T-Mobile მიიღებს ორი სუპერმძიმეწონოსანის ბრძოლას. ამასთან, ამ შეხვედრის მასპინძლობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ ნიუ იორკის არენები – Madison Square Garden და Barclays Center, მაგრამ მათმა ფინანსურმა წინადადებებმა ლას ვეგასის შეთავაზებასთან წააგეს.

ამასობაში, გაირკვა ჰონორარის ოდენობა, რომელსაც მოკრივეები ერთმანეთში გაიყოფენ. ეს თანხა – 20 მილიონი დოლარია. აღნიშნული თანხა ორივე მებრძოლისთვის სარეკორდოა.