დენის შმიგალმა უმაღლეს რადაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იგორ კლიმენკოს დანიშვნის წარდგინება შეიტანა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უმაღლეს რადაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იგორ კლიმენკოს დანიშვნის წარდგინება შეიტანა. ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელი ტარას მელიჩუკი იტყობინება.
18 იანვარს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მარტინენკოს დაღუპვის შემდეგ უკრაინის მთავრობამ ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
ბროვარში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, მინისტრთან ერთად, მისი მოადგილე ევგენი ენინი, ასევე სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, მინისტრის თანაშემწეები და დაცვის წევრები დაიღუპნენ. სულ ავიაკატასტროფას 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.