დენის შმიგალი - რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზება და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული კრიზისი ერთმანეთთან არის დაკავშირებული
დენის შმიგალი - რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზება და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული კრიზისი ერთმანეთთან არის დაკავშირებული

უკრაინის პრემიერის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზება და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული კრიზისი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ დენის შმიგალმა „ევრონიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დენის შმიგალის თქმით, ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ევროკავშირის და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმას წარმოადგენს. მისი თქმით, არსებული სიტუაცია უკრაინის დესტაბილიზაციისკენ და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესაჩერებლად არის მიმართული. მისივე განცხადებით, რუსეთის და ბალარუსის ქმედებები ევროპის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, რაც მიგრანტთა კრიზისით, ენერგეტიკული კრიზისით და კიბერთავდასხმებით არის გამოწვეული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ახლანდელი ესკალაცია განსხვავდება რუსეთის ადრინდელი ქმედებებისგან, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები მომარაგებულნი არიან გაცილებით მეტი რაოდენობის სამხედრო მასალით და სწავლებებს გადიან არა თავდაცვისთვის, არამედ თავდასხმისთვის.

დატოვე კომენტარი