დენის შმიგალი - შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ დააზარალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის ვალდებულებებს
დენის შმიგალი - შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ დააზარალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის ვალდებულებებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ადასტურებს, რომ შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც თითქმის მზად არის ხელმოწერისთვის, არ დააზარალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის ვალდებულებებს.

ამის შესახებ დენის შმიგალმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

„ეს შეთანხმება არანაირად არ კვეთს, ვერანაირად ვერ დააზარალებს და არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენს ევროინტეგრაციის ვალდებულებებს. ეს ასევე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროინტეგრაციული ვალდებულებების დაცვა ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩვენი კანდიდატის სტატუსის თანახმად“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

დენის შმიგალმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.