დენის შმიგალი - რუსეთის ძალებმა დღეს დილით დარტყმები განახორციელეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით დასახლებული პუნქტია დარჩენილი
დენის შმიგალი - რუსეთის ძალებმა დღეს დილით დარტყმები განახორციელეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით დასახლებული პუნქტია დარჩენილი

რუსეთის ძალებმა დღეს დილით დარტყმები განახორციელეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის სამ ოლქში, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით დასახლებული პუნქტია დარჩენილი. ამის შესახებ ტელეგრამ-არხში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი წერს.

„დღეს დილით რუსი ტერორისტები კვლავ დაესხნენ თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამ ოლქში. კერძოდ, დაფიქსირდა კიევში დრონებით ხუთ დარტყმა. დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლი, ასევე აგრესორმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებში. იერიშის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა“, – წერს შმიგალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციისა და ელექტრომომარეგების აღდგენისთვის.

„თითოეულ რეგიონს აქვს ანტიკრიზისული რეაგირების გეგმა. ვთხოვთ უკრაინელებს, ენერგოსისტემის სტაბილიზაციისთვის ასევე ერთიანად და შეგნებულად მიუდგნენ ელექტროენერგის ეკონომიურ მოხმარებას. განსაკუთრებით პიკის საათებში“, – აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.