დენის შმიგალი - ჩვენ ნათელი გზავნილი უნდა მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ევროკავშირთან ურთიერთობებში
დენის შმიგალი - ჩვენ ნათელი გზავნილი უნდა მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ევროკავშირთან ურთიერთობებში

ასოცირებული ტრიოს თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. წარმოვადგინეთ ხედვები, გავცვალეთ აზრები შემდგომ განვითარებაზე ევროკავშირის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ჩართულობით, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.

როგორც დენის შმიგალმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ქვეყნებს აქვთ გულახდილი და ყოვლისმომცველი საუბარი სხვადასხვა განზომილებაზე, რომელშიც მოქმედებს ასოცირებული ტრიო.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება არის მეტი მდგრადობის მიღწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს აღმოსავლური პარტნიორობა, რომელიც უკვე მიღწეულ წარმატებას ემყარება. ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინება და ნათელი პერსპექტივის მიცემა ამ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ, წინ წაიწიონ ევროკავშირთან ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, სამიტის დროს მიღებულ იქნას პოზიტიური შეფასებები ტრიოს თვალსაზრისით. ასოცირების ხელშეკრულების ჭრილში ძირითადი რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო ხელმოსაჭიდი უნდა გახდეს და  აისახოს ევროკავშირის მიდგომაში ფინანსურ ინსტრუმენტებთან, დახმარების პროგრამებთან მიმართებაში“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

ამასთან, მისივე თქმით, ასოცირებული ტრიო მიესალმება ეკონომიკისა და ინვესტიციის გეგმების შესახებ ინიციატივებს.

„მზად ვართ, ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა მივიღოთ კონკრეტული სარგებელი მოსახლეობისთვის, რასაც სრულად უჭერს მხარს უკრაინა.​ ​ვცდილობთ, მოვახდინოთ სტიმულირება და ​ სექტორალური თანამშრომლობის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობასთან.

გვესმის, რომ იდეები ასოცირებული ქვეყნების დაკავშირებისა ასოცირების ფორმატში ევროპარლამენტში დაიბადა და იგი მუდამ მიიღებს ევროპარლამენტის დახმარებას უფრო ამბიციური მიზნების მისაღწევად. გააფორმეს რა ასოცირების ხელშეკრულებები საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო საავიაცო შეთანხმებას ევროკავშირის მხარესთან, რომელიც მოიცავს მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს. ასევე, ასოცირების ტრიო ღრმად არის ინტეგრირებული ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელებში“, – განაცხადა დენის შმიგალმა.