დენის შმიგალი - ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ვაფასებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში შარლ მიშელის ჩართულობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
დენის შმიგალის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში შარლ მიშელის ჩართულობას აფასებენ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინში, ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შევხვდით. ვაფასებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში მის ჩართულობას და ველით, რომ ხსენებული სამიტი ასოცირებულ სახელმწიფოებს აუცილებელ და სტრატეგიულ მუხტს შემატებს“, – წერს დენის შმიგალი.