დენის როდმანი - ლებრონი 90-იანების დასაწყისში საშუალო დონის მოთამაშე იქნებოდა #1TVSPORT
ლეგენდარულმა კალათბურთელმა, დენის როდმანმა კომენტარი გაუკეთა მაიკლ ჯორდანსა და ლებრონ ჯეიმსს შორის შედარებას.
„ეს შედარებაც კი არ არის. უბრალოდ, ლებრონს 90-იანი წლების დასაწყისში რომ ეთამაშა, ჩვეულებრივი საშუალო დონის კალათბურთელი იქნებოდა. ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მაიკლი? ამას სერიოზულად ამბობენ? ჯორდანში გაცილებით მეტი ქარიზმა და თვითგამოხატვა იყო. ლებრონი – ეს არის უბრალოდ „ბუმ“. მისი თამაში არ არის შთამბეჭდავი, მის თამაშში არ არის აფეთქებები“, – განაცხადა ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზის წევრმა.