დენის ბერხკამპი - ტიერი ანრის თამაშში ინტრიგის მოკვლის უნარი შესწევდა
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა დენის ბერხკამპმა თავის თანაგუნდელ ტიერი ანრის შესახებ ისაუბრა.
„მე ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია, თუმცა გუნდში საჭიროა ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ სიტუაცია თავისიანების სასარგებლოდ შემოატრიალონ. ასეთები საჭიროა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჩვენ გვყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც შესწევდათ თამაშში ინტრიგის მოკვლის უნარი. ასეთები იყვნენ რაითი და ანელკა, მაგრამ ანრი ალბათ მათ შორის საუკეთესო იყო. ერთ დროს ის მსოფლიოში პირველი იყო და მასთან ერთად თამაში ყველას გვიადვილდებოდა“, – მოჰყავს ბერხკამპის სიტყვები „არსენალის“ ოფიციალურ საიტს.
ანრი „არსენალის“ შემადგენლობაში 1999-2007 წლებში თამაშობდა, ხოლო ბერხკამპი ლონდონური კლუბის ღირსებას 1995-2006 წლებში იცავდა.