ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი დენი დრინკუოტერი სეზონის დარჩენილ ნაწილს ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაატარებს.
29 წლის ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი ასევე იჯარის წესით გაატარა „ბარნლიში“, მაგრამ მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.
დრინკუოტერმა „ასტონ ვილაში“ უნდა შეცვალოს ჯონ მაკგინი, რომელიც დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან.