დენ კეინი - ირანი ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში მუდმივად ემუქრებოდა და თავს ესხმოდა კომერციულ გადაზიდვებს, რათა მსოფლიო ეკონომიკისთვის ზიანი მიეყენებინა
ირანი ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში მუდმივად ემუქრებოდა და თავს ესხმოდა კომერციულ გადაზიდვებს, რათა მსოფლიო ეკონომიკისთვის ზიანი მიეყენებინა, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირანი გლობალურ მიწოდების ჯაჭვს იარაღად აქცევს და ცდილობს, გლობალური ეკონომიკა მძევლად აიყვანოს.
კეინმა ასევე აღნიშნა, რომ 8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ირანმა ცხრაჯერ ესროლა კომერციულ გემებს, ორი კონტეინერმზიდი გემი დაიკავა და ათჯერ დაესხა თავს აშშ-ის ძალებს.
აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის თქმით, სპარსეთის ყურეში 1 550 კომერციულ გემზე 22 500 მეზღვაური იმყოფება, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გასვლას ვერ ახერხებენ.
„რეგიონში ირანის განურჩეველი თავდასხმების შედეგად ამჟამად 22 500 მეზღვაური 1 550-ზე მეტ კომერციულ გემზეა ჩარჩენილი სპარსეთის ყურეში და ვერ ახერხებს მის დატოვებას“, – განაცხადა მან.