„დენ ბოშმა“ შალვა ოგბაიძე წარადგინა #1TVSPORT
„დენ ბოშმა“ შალვა ოგბაიძე წარადგინა #1TVSPORT

ნიდერლანდების პირველი დივიზიონის ბინადარმა, „დენ ბოშმა“ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი შალვა ოგბაიძე წარადგინა.

„დენ ბოში“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა, რომელიც ბოლოს ბერლინის „ვიქტორიაში“ თამაშობდა. შემტევი ნახევარმცველი გერმანიაში 2017 წლიდან ასპარეზობს. მანამდე ის „მაგდებურგისა“ და ბერლინის „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი გამოწვევით. ბერლინიდან „დენ ბოშში“ გადასვლა გამიხარდა, რადგან დავინახე, რომ ეს საინტერესო კლუბი იყო. მინდა, მისი ნაწილი ვიყო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. „დენ ბოში“ და ნიდერლანდების პირველი დივიზიონი ჩემთვის განვითარების დიდი შესაძლებლობაა. მსურს, დავეხმარო გუნდს და რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ, გულშემატკივრები კი კმაყოფილები იყვნენ“, – ამბობს შალვა ოგბაიძე.

20 წლის ფეხბურთელი იყო საქართველოს 17, 18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი, გამოძახებული იყო 21-წლამდელების გუნდშიც.