დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ხუთ შტატში გაიმარჯვა
დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ხუთ შტატში გაიმარჯვა

ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის მიერ ჩატარებული პრაიმერიზის წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენმა ხუთ შტატში გაიმარჯვა. კერძოდ, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს ალაბამაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში და ვირჯინიაში.

წინასწარი პროგნოზებით, ბერნი სანდერსი იმარჯვებს ვერმონტის შტატსა და კოლორადოში.

3 მარტს პრაიმერიზი აშშ-ის 14 შტატში გაიმართა. კიდევ 8 შტატის შედეგები ჯერ უცნობია. ამ შტატებში ნაწილში კენჭისყრა ჯერ არ დასრულებულა. პრაიმერიზის ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გავრცელდება.

რაც შეეხება რესპუბლიკელების მიერ გამართულ პრაიმერიზს, წინასწარი შედეგებით, ხუთ შტატში დამაჯერებელ გამარჯვებას დონალდ ტრამპმა მიაღწია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებს ალაბამაში, არკანზასში, ვერმონტში, მასაჩუსეტში, ოკლაჰომაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ტენესიში.

ე.წ. სუპერ სამშაბათი აშშ-ის წინასაარჩვენო რბოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტია.

დატოვე კომენტარი