დემოკრატი სენატორი კრის მერფი – აშშ-ის მთავრობა ახლა ტერორიზმის სპონსორია, რუსეთი უკრაინაში განზრახ და მასშტაბურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ტრამპი კი შეგნებულად აფინანსებს ამ ქმედებებს
შეერთებული შტატების მთავრობა ახლა სახელმწიფო დონეზე ტერორიზმის სპონსორია, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
დემოკრატმა სენატორმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დიზელის საწვავზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმების გამო გააკრიტიკა.
„ვიცი, რომ ეს შეიძლება პოლიტიკურ განცხადებად და გადაჭარბებულ შეფასებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ფაქტობრივად სიმართლეა. რუსეთი უკრაინაში განზრახ და მასშტაბურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ტრამპი კი შეგნებულად აფინანსებს ამ ქმედებებს“, – დაწერა კრის მერფიმ.
The United States government is now a funder of state sponsored terrorism.
I know that sounds political and hyperbolic, but it is factually true. Russia is intentionally targeting civilians in Ukraine at scale, and Trump is intentionally funding their efforts.
— Chris Murphy 🟧 (@ChrisMurphyCT) October 10, 2026