დემოკრატი სენატორები ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას აპროტესტებენ
დემოკრატი სენატორები ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ გეგმას აპროტესტებენ. აშშ-ის პრეზიდენტს წერილი 12 დემოკრატმა გაუგზავნა. მათ შორის არიან საპრეზიდენტო მარათონში ჩართული ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი.
სენატორები ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპის გეგმა ცალმხრივია და პალესტინის მხარდაჭერით არ სარგებლობს. მათივე თქმით, „ტრამპის გეგმის რეალიზაციამ, შესაძლოა გაანადგუროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პერსპექტივა“.
დემოკრატების მტკიცებით, „საუკუნის გარიგების“ ცალმხრივ რეჟიმში რეალიზაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება იორდანეს ველსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლებებზე.
ტრაპის ოპონენტები აცხადებენ, რომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება იქნება „საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და აშშ-ის მოკავშირეების ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს“.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ 28 იანვარს, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.