დემოკრატი სენატორები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ირანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე შტატებისთვის
დემოკრატი სენატორები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ირანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე აშშ-სთვის.
დემოკრატი სენატორების თქმით, არსებული შეთანხმება არ უზრუნველყოფს საკმარის სარგებელს აშშ-ის მოქალაქეებისთვის და აჩენს კითხვებს მისი ეფექტიანობის შესახებ. მათი თქმით, დოკუმენტი უფრო მეტად წარმოადგენს მომავალში შეთანხმების მიღწევის ჩარჩოს, ვიდრე კონკრეტულ და დაბალანსებულ შეთანხმებას.
ამასთან, სენატორები აცხადებენ, რომ მემორანდუმი ირანს არ აძლევს საკმარის სტიმულს საბოლოო პირობებზე რეალური შეთანხმების მისაღწევად და შესაძლოა, პროცესის გაჭიანურებას შეუწყოს ხელი.
„ვხედავ, როგორ იგებს ირანი ამ მემორანდუმით, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ ეხმარება ეს რომელიმე ამერიკულ ოჯახს. პრეზიდენტ ტრამპს არასდროს აუხსნია, რატომ ჩავერთეთ ამ ომში, მაგრამ ახლა უკვე აშკარაა, რა დიდი იყო მისი ფასი“, – განაცხადა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა.
ამასთან, სენატორმა მარკ უორნერმა განაცხადა, რომ ამერიკა დღეს ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო.
“მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი გამარჯვებას გამოაცხადებს, რადგან ომი ამერიკელებისთვის დანაკარგების თვალსაზრისით კატასტროფაა. ვფიქრობ, ხალხი უკან მოიხედავს და იტყვის, რომ ეს არჩევითი ომი კატასტროფა იყო და ამერიკა დღეს ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე ვიყავით“ – განაცხადა უორნერმა.