დემოკრატი კონგრესმენი იასამინ ანსარი დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი ფსიქიკურად დაავადებულია და მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, – ამის შესახებ კონგრესმენი იასამინ ანსარი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტი ფსიქიკურად სერიოზულად ავადაა. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ არსებობს კონსტიტუციის 25-ე შესწორება და ჩვენ ის დაუყოვნებლივ უნდა გამოვიყენოთ“, – წერს ანსარი და იხსენებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნორვეგიის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ტრამპი გრენლანდიის დაუფლების განზრახვას უკავშირებს იმას, რომ მას ნობელის პრემია არ გადასცეს.
დანიური მედიის ცნობით, ანსარი ერთ-ერთია კონგრესის იმ წევრებს შორის, რომლებიც ითხოვენ ტრამპის უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა რეალურად აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციის 25-ე მუხლის ასამოქმედებლად საჭირო ხმები არ არსებობს.
The president of the United States is extremely mentally ill and it’s putting all of our lives at risk. The 25th Amendment exists for a reason—we need to invoke it immediately. pic.twitter.com/HaywXdWxDK
— Congresswoman Yassamin Ansari (@RepYassAnsari) January 19, 2026