დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი წარადგინეს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი წარადგინეს

დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი წარადგინეს. როგორც პელოსი აცხადებს, ამ თანამდებობაზე მისი პრიორიტეტები სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების შესახებ კანონის მიღება, ასევე ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის დახვეწა იქნება.

80 წლის ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის პოსტს კიდევ ორი წლის განმავლობაში დაიკავებს.

„კორონავირუსმა ფარდა ახადა უსამართლობას, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მუშაობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ეს უნდა აღმოვფხვრათ, რათა დავამარცხოთ ვირუსი, პატივი მივაგოთ გმირებს და ამერიკელებს ფინანსურად დავეხმაროთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

ნენსი პელოსის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა არჩევის მიზნით კენჭისყრა კაპიტოლიუმში 2021 წლის იანვარში გაიმართება. რესპუბლიკელებმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელეს, თუმცა კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ და ამის გათვალისწინებით, პელოსის კონკურენტს ამ თანამდებობის დაკავების შანსი ფაქტობრივად, არ აქვს.