„დემოკრატების“ განცხადებით, სირიის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა
„დემოკრატების“ განცხადებით, სირიის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა

„დემოკრატმა“ პოლიტიკოსებმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან სირიის საკითხზე გამართული შეხვედრა დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

შეხვედრაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესის ლიდერები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „დემოკრატმა“ კანონმდებლებმა განაცხადეს, პრეზიდენტი ტრამპი მათ შეურაცხყოფას აყენებდა.

კერძოდ, სენატში უმცირესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის „მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი“ უწოდა და განაცხადა, რომ პელოსის უნდა მოსწონდეს „ისლამური სახელმწიფო“, რადგან ტერორისტული დაჯგუფების შემადგენლობაში ყოფილი კომუნისტები შედიან.

„ეს არ იყო დიალოგი. ეს იყო შეურაცხყოფა,“ – აღნიშნა შუმერმა.

თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი შეძრული იყო, რადგან სულ ცოტა ხნის წინ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ მის გადაწყვეტილებას გმობს.