დემოკრატები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა საჯარო გამოსვლის დროს დეზინფორმაცია გაავრცელა
დემოკრატები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა საჯარო გამოსვლის დროს დეზინფორმაცია გაავრცელა

დონალდ ტრამპმა შიში აირჩია, ჩვენ კი ფაქტებს ვამჯობინებთ, – ამ სიტყვებით დაიწყეს საჯარო მიმართვა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ და სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ამერიკელ ხალხს დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლის შემდეგ მიმართეს.

ნენსი პელოსის განმარტებით, თეთრი სახლის ლიდერმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო მიმართვის დროს დეზინფორმაცია აირჩია. ჩაკ შუმერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტს კეთილშობილური მიზნებისთვის იყენებს, დონალდ ტრამპის საჯარო მიმართვას კი სულ სხვა მიზანი ჰქონდა.

„ამ პრეზიდენტმა (დონალდ ტრამპი) ოვალური კაბინეტი კრიზისის გამწვავებისა და შიშის დათესვისთვის გამოიყენა. მიზანი კი მის ადმინისტრაციაში არსებული არეულობისგან ყურადღების გადატანაა“, – განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა საჯარო მიმართვის დროს.

ჩაკ შაუერის განმარტებით, ამ დებატებისა და პრეზიდენტობის განმავლობაში დონალდ ტრამპი ფაქტების ნაცვლად შიშს, ერთიანობის სანაცვლოდ კი დანაწევრებას ირჩევს.

როგორც საჯარო მიმართვის დროს დემოკრატმა ლიდერებმა განაცხადეს, პრეზიდენტმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების სანაცვლოდ მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებას არ უნდა შეუწყოს ხელი. დემოკრატების მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპს ამერიკელი ხალხი ტყვედ ჰყავს.