დემბელე „ბარსელონაში“ აღარ ითამაშებს #1TVSPORT

10:45, 14.06.2022
BILBAO, SPAIN – AUGUST 16: Ousmane Dembele of FC Barcelona looks on during the Liga match between Athletic Club and FC Barcelona at San Mames Stadium on August 16, 2019 in Bilbao, Spain. (Photo by Juan Manuel Serrano Arce/Getty Images)

უსმან დემბელე „ბარსელონას“ დატოვებს. ფრანგ ფეხბურთელსა და მის გარემოცვას არ მოეწონა კატალონური კლუბის მორიგი წინადადება ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

როგორც Cadena SER-ის ჟურნალისტმა სანტი ოვალიემ დაწერა, 25 წლის დემბელეს აგენტები ირწმუნებიან, რომ „ბარსელონას“ ახალი შეთავაზება ზუსტად იგივეა, რაც კლუბმა ადრე გააჟღერა. ამიტომაც ფრანგი არ გააგრძელებს კონტრაქტს, რომელსაც 30 ივნისს გასდის ვადა.

თუმცა, თავად დემბელე ღიაა ახალი წინადადებისთვის და ამბობს, რომ საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ „ბარსელონა“ არ აპირებს ახალი წინადადების გაკეთებას.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი უკვე სამი კვირაა გეგმავს სეზონისთვის მზადებას გარემარბის გარეშე.

დემბელემ გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი