დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა

23:39, 05.01.2026

დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა. კარაკასში, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე როდრიგესის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

როდრიგესმა აშშ-ს ვენესუელასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ინარჩუნებს „მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის“ უფლებას.

ამასთან, მანამდე როდრიგესის ძმა, ხორხე როდრიგესი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი გახდა.

მსგავსი