არგენტინელმა ჩოგბურთელმა – ხუან მარტინ დელ პოტრომ, პეკინის ტურნირი მოგებით დაიწყო, მან რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში – 6:4, 7:6 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, დელ პოტრომ ლონდონში, წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა, რომელშიც სეზონის რეიტინგის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
დელ პოტრომდე, სეზონის დასკვნით ტურნირზე თამაში გაინაღდეს: ესპანელმა რაფაელ ნადალმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
30 წლის დელ პოტრო, ATP Finals-ში კარიერაში მეხუთედ და 2013 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. მისი საუკეთესო შედეგია – 2009 წელს ფინალში გასვლა.
წლევანდელ სეზონში, არგენტინელმა ინდიან უელსის „მასტერსი“ მოიგო და აშშ-ის ღია პირველობის ფინალში გავიდა.