იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს ალესანდრო დელ პიეროს მიაჩნია, რომ დღეს მსოფლიოში არის ოთხი ფეხბურთელი, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია და უკეთ თამაშობს.
„ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ნეიმარი – ნამდვილი მონსტრები არიან, რომლებიც ყველას ყურადღებას იპყრობენ, – მოჰყავს Sky Sports-ს დელ პიეროს სიტყვები. – გარდა ამისა, კევინ დე ბრუინი აჩვენებს რეალურად ტოპ კლასს. ჩემი აზრით, ეს ოთხი ფეხბურთელი ყველა დანარჩენს აღემატება“.