დელ პიერომ მსოფლიოს ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
დელ პიერომ მსოფლიოს ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს ალესანდრო დელ პიეროს მიაჩნია, რომ დღეს მსოფლიოში არის ოთხი ფეხბურთელი, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია და უკეთ თამაშობს.

„ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ნეიმარი – ნამდვილი მონსტრები არიან, რომლებიც ყველას ყურადღებას იპყრობენ, – მოჰყავს Sky Sports-ს დელ პიეროს სიტყვები. – გარდა ამისა, კევინ დე ბრუინი აჩვენებს რეალურად ტოპ კლასს. ჩემი აზრით, ეს ოთხი ფეხბურთელი ყველა დანარჩენს აღემატება“.