დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე - იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა
დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე - იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა

იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა, – ასე უპასუხა საკვირაო ქადაგების დაწყებამდე სამების საკათედრო ტაძარის დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ ჟურნალისტების კითხვას.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე არც მეუფე შიომ იცის თუ რა უფლება-მოვალეობებს შეასრულებს პატრიარქის მოსაყდრე.

„იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა. ამაზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს, რომ პატრიარქი ჯერ ჯანმრთელად გრძნობს თავს და უფალს შევთხოვთ მის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას“,- განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ.

კითხვაზე, შეასრულებს თუ არა მეუფე შიო მუჯირი პატრიარქის მოვალეობებს, დეკანოზმა აღნიშნა – „ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ, ჯერ მეუფე შიომაც არ იცის ბოლომდე, დარწმუნებული ვარ. ამ ყველაფერს განაგებს უწმინდესი. უწმინდესი რასაც აკურთხებს, იმას შეასრულებს”.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წირვა პირველად ჩაატარა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, –აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი ბათუმში იმყოფება, სადაც სასულიერო პირებთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.