დეკანოსიძემ ბათუმში მოგებაზე ისაუბრა - ფეხბურთელებმა დავალებები უნაკლოდ შეასრულეს #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში „დინამო თბილისმა“ მოახერხა ის, რასაც ბოლო სამი წელი ბათუმში ვერ ახერხებდა – გუნდმა ბათუმის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
თბილისელებს ამ შეხვედრაში, ისევე როგორც ბოლო 3 მატჩში, გიორგი ჭიაბრიშვილის არყოფნაში მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე ხელმძღვანელობს.
„თბილისის „დინამოსთვის“ ყოველთვის გამარჯვებაა მნიშვნელოვანი და სულ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. საინტერესო თამაში იყო, ვიცოდით, რომ დაძაბული დაპირისპირება გველოდა. ვფიქრობ, მაყურებელმა ორივე გუნდის შესრულებით ძალიან კარგი ფეხბურთი ნახა თავისი პენალტების სერიით. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავიანთი დავალება პირნათლად შეასრულეს და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბრძოლისა და თავდადებისთვის და მატჩის ბოლომდე მიყვანისთვის. გიორგი ჭიაბრიშვილს კი ჯანმრთელობას და მალე ჩვენთან დაბრუნებას ვუსურვებ“, – ამბობს გიორგი დეკანოსიძე, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილის არყოფნაში ბოლო 3 მატჩია „დინამოს“ ხელმძღვანელობს.
მატჩის გმირი ლუკა კუტალაძე გახდა, რომელმაც ბათუმელებთან შეხვედრის ბოლოს პენალტების სერიაში ზედიზედ 3 დარტყმა მოიგერია და „დინამო თბილისი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა.