დეივიდ დევისი ევროკავშირის მოქალაქეებს – არ ინერვიულოთ, დეპორტაცია არ გემუქრებათ
„ბრექსითის“ მინისტრი დეივიდ დეივისი ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს ამშვიდებს, რომ ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ მათ ქვეყნიდან არავინ გააძევებს.
ეს განცხადება მინისტრმა პარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. დეივისის თქმით, ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები დაცული იქნება და მათ დეპორტაციის არ უნდა ეშინოდეთ.
სიტყვით გამოსვლის დროს მან ბრიტანეთისა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მნიშვნელოვანია 2019 წლის შემდეგაც ორგანიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს.