დეივ ქაპსი - ჩემში აღტაცებას იწვევს ინიციატივები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშესაწყობად ახორციელებს
დეივ ქაპსი - ჩემში აღტაცებას იწვევს ინიციატივები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშესაწყობად ახორციელებს

ჩემში აღტაცებას იწვევს ინიციატივები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშესაწყობად ახორციელებს, – ამის შესახებ ტეხასელმა მეწარმემ, კომპანია Hypergiant-ის თანადამფუძნებელმა და სტრატეგიულმა დირექტორმა დეივ ქაფსმა დალასში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბიზნესმენმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს საკუთარი რესურსებით და დამწყებ მეწარმეებს გამოცდილება გაუზიაროს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ფანტასტიკური საუბარი შედგა. ჩემში აღტაცებას იწვევს ის ინიციატივები, რომელსაც მთავრობის მეთაური ახორციელებს საქართველოში, რათა მეწარმეობას, ინოვაციებს ხელი შეეწყოს და მენტალური ცვლილებაც მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ხალხის კეთილდღეობას დაეტყობა. შეხვედრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მზად ვარ, გამოვადგე თქვენს ქვეყანას ყველა იმ რესურსით, რაც გამაჩნია”, – განაცხადა დეივ ქაფსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დალასში „ქეფითალ ფაქტორის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია.

პრემიერმა დალასის „ქეფითალ ფაქტორის“​ წარმომადგენლები საქართველოში სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად მიიწვია.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.