დეივ ჰუიტი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს ექვს ერში ასპარეზობას
დეივ ჰუიტი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს ექვს ერში ასპარეზობას

აშშ–ს მწვრთნელმა, დეივ ჰუიტმა, ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ მეტოქეზე ისაუბრა:

„ძალიან მძიმე ფიზიკური დაპირისპირება იქნება. ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი ვართ ვიდრე ივნისში, რადგან რამდენიმე ახალი მორაგბე დაგვემატა.

რაც შეეხება საქართველოს, თქვენი გუნდი ბოლო სამ წელიწადში განსაკუთრებულად განვითარდა. თქვენ ძლიერი ფორვარდები და გაუმჯობესებული უკანა ხაზი გყავთ, თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ვნახე ბოლო მატჩი უელსთან და ის, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს ნაკრებმა  მეტოქე.

თქვენს გუნდს 6 ერში თამაშის სურვილი აქვს და მინდა გითხრათ რომ ნამდვილად იმსახურებთ ამ ტურნირში ასპარეზობას.

ჩვენ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი საქართველოს ნაკრების მიმართ“.

ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობა:

1. კილიფი 2. ტაუფეტე’ე 3. უალდრენი

4. პეტერსონი 5. ჩივეტა

6. ლენდრი 8. მანია 7. ქუილი

9. დევისი 10. მაკგინტი

12. კემპბელი 13. ბრეჩი

11. მატიასი 15. სქალი 14. ტეო

მარქაფა:

16. მალკოლმი 17. მუნგალოა 18. რაიანი 19. ბრეკელი 20. დუროტალო 21. ლემბორნი 22. ნეიტ ოგსპურგერი 23. მეჯი