„დეილი ტელეგრაფი“ - აგვისტოს შემდეგ უკრაინა 100 ათასამდე ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა
„დეილი ტელეგრაფი“ - აგვისტოს შემდეგ უკრაინა 100 ათასამდე ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა

აგვისტოს შემდეგ უკრაინა თითქმის 100 ათასამდე ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა. ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ წერს.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცებმა უკრაინა მას შემდეგ დატოვეს, რაც, კანონმდებლობით, 18-დან 22 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვების უფლება მიეცათ.

„დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, პოლონეთის გავლით უკრაინიდან უფრო მეტი ახალგაზრდა მამაკაცი გავიდა, ვიდრე ბრიტანეთის არმიაში მსახურობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის არმიაში 70 ათასი სამხედრო მოსამსახურეა.

გავრცელებული მონაცემებით, აგვისტოდან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი 98,5 ათასმა უკრაინელმა ახალგაზრდამ გადაკვეთა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე ეს მაჩვენებელი 45,3 ათასს არ აღემატებოდა. გამოცემის ცნობით, უკრაინელების უმეტესობა გერმანიაში მიემგზავრება.

მანამდე უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, მატვეი ბედნიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინა 1,7 მილიონმა ახალგაზრდამ დატოვა.