„დეილი მეილის“ ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, კიევში ჩავიდეს

13:04, 21.03.2022

ბრიტანული მედია „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის შესაძლოა, კიევში ჩავიდეს.

როგორც მედია წერს, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური საომარი მოქმედებების ზონაში პრემიერის ვიზიტს არ მიესალმება, თუმცა პრემიერს „წასვლა უნდა“.

შეგახსენებთ, გასულ კვირას უკრაინისადმი სოლიდარობის დემონსტრირებისთვის კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პირველი პირები ჩავიდნენ.

მსგავსი