Defense News-ი - აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრას არ დაესწრება, არც პირადად და არც ვიდეოჩართვით
აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრას არ დაესწრება, – ამის შესახებ Defense News-ი წერს.
Defense News-ის ინფორმაციით, პიტ ჰეგსეტი „რამშტაინის“ შეხვედრას არც პირადად და არც ვიდეოჩართვით არ დაესწრება. ამასთან, როგორც მედია წერს, არ არის მოსალოდნელი, რომ პენტაგონი შეხვედრაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებს გაგზავნის.
როგორც მედია წერს, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა, შესაძლოა, პირველი გახდეს, რომელშიც აშშ მონაწილეობას არ მიიღებს.
უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 11 აპრილსაა დაგეგმილი. შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება, თანათავმჯდომარეები კი იქნებიან დიდი ბრიტანეთი და გერმანია.