DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა
ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა.
„მტერმა ზირკა და ბელოგოროვკა დაიკავა და ასევე წინ წაიწია რადკოვკას, ნოვოტორეცკის, კოპტევოსა და კომარის მახლობლად“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავდროულად, რუსეთი დონეცკის ოლქის დაბომბვას აგრძელებს. მირნოგრადზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა ერთი სახლი. ანდრეევკაში კი ერთი ადამიანი დაშავდა და 15 ავტომობილი დაზიანდა.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე და წლის ბოლომდე გაცილებით ადრე უნდა მოხდეს.