დედოფლისწყაროში საეკლესიო დღესასწაული ელიაობა და „დედოფლისწყაროობა 2025“ აღინიშნა
დედოფლისწყაროში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „დედოფლისწყაროობა 2025“ და საეკლესიო დღესასწაული „ელიაობა“ იზეიმეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ელიას მთაზე მდებარე მეექვსე საუკუნის ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში ჩატარდა. საეკლესიო დღესასწაულის შემდეგ დედოფლისწყაროობა ქალაქის ცენტრში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.
დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ეზოში მოეწყო ფიქრია ზარიძის ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა მამუკა კვარაცხელიასა და ლაშა ბექაურისადმი მიძღვნილი ავტობიოგრაფიული წიგნის „სამასმეერთეს“ პრეზენტაცია. ჩატარდა სხვადასხვა სანახაობა და საბავშვო ღონისძიება ანიმატორების მონაწილეობით.
სახალხო დღესასწაულზე, რომელიც მეთორმეტე წელია, აღინიშნება, ტრადიციულად დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო დედოფლისწყაროელები.
საზეიმო ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი.