დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში შეზღუდვა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გავრცელდება, კერძოდ კახეთის გზატკეცილზე, მოსკოვის გამზირზე, ჭირნახულის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეწყდება ისნის რაიონშიც 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, საუბარია მეტეხის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის, რიყის ტერიტორიის და მტკვრის მარცხენა სანაპიროს აბონენტებზე.

„ასევე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება მოსკოვის გამზირს.
ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ბერიაშვილის, პაატა სააკაძის, ხრამჰესის და ასპინძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება გლდანის რაიონში ქერჩის ქუჩაზე. საბურთალოს რაიონში,
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების მაცხოვრებლებს. ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეიზღუდება ვაჟა-ფშაველას II კვარტლისა და შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე. 11:00საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ელექტროენერგია ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის აბონენტებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის და ამაღლების ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.