დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დედაქალაქის 7 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობით, დიდუბის რაიონს 11:99საათიდან 14:00 საათამდე შეეხება შეზღუდვა, კერძოდ ლუბლიანასა და ახმეტელის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00-იდან 15:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიებზე.

ასევე, 12:00-იდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

ელექტროენერგია შეიზღუდება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ისნის რაიონშიც. საუბარია
ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, აწყურის, ივერიელის და ლეხ კაჩინსკის ქუჩებისზე.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00-იდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების და ჭიჭინაძის ქუჩის აბონენტებს. კრწანისის რაიონში კი ელექტროენერგია
10:00 საათიდან 13:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ გორგასლის ქუჩაზე.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00-იდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბეთაშვილის, კანდელაკის, ბარაკონის, დურმიშიძის, გაბისკირიას, ჯორჯაძის, ივერთუბნის და აგიაშვილის ქუჩებზე.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრორაიონის აბონენტებს.