სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ჭილაიას და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 10 საათიდან 17 საათამდე შეუწყდებათ.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის აბონენტებს ელექტროენერგია 01 საათიდან 03 საათამდე შეუწყდებათ.
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილსა და იმედაძის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 14 საათიდან 16 საათამდე შეიზღუდება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.