დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, V კვარტლების, პოლიტკოვსკაიას და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო დენი 11 საათიდან 14 საათამდე შეუწყდებათ.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის V მიკრორაიონს, თიანეთისგზატკეცილს, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის და ქერჩის ქუჩებზე ელექტროენერგია 11 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.

დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.