დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

„სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვარკეთილის მასივის ზედა პლატოსა და ხომლელის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში, ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩის აბონენტებს დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ. 10 საათიდან 14 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა გავრცელდება დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანისა და სიხარულიძის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება 12 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”- აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.

დატოვე კომენტარი