დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონის აბონენტებს, 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ. კერძოდ, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, წყალსადენის და ტაძრის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება ჩიქოვანის, დოლიძის, ბუაჩიძის და ლიხაურის ქუჩებს. 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ბროწეულის, იასამნის და გოთუას ქუჩებს. 11 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგია ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში შეწყდება.

ვაკის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება დაბა წყნეთში. 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე ნაწილობრივ შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ატენის ქუჩას.

მთაწმინდის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11 საათიდან 12:30 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ, ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, ლორთქიფანიძის და იაშვილის ქუჩებს.

სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 X კვარტალში ელექტრომომარაგება 11 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.

ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩებზე. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება უზნაძისა და ჩხეიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზიგზაგის I და II ქუჩების, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, რატევანის, მუხრანის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, მუხრანის, ბოგვის და შენგელაიას ქუჩებზე. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე ელექტრომომარაგება სანზონის დასახლებასა და მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კასპის და კოშკოვანის ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდებათ. 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, სომხეთის, გალავნის, სათემოს და ბეღლეთის ქუჩებს.

12:30 საათიდან 13 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება ახალუბნის, ფშავის, გედევანიშვილის, კვალეთის, რუისის და ოძისის ქუჩებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.