დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების, გია რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

კრწანისის რაიონში, კოჯრის გზატკეცილზე, დადიანის, ბეთლემის, კრწანისის, ასათიანის და გორგასლის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ კრწანისის და ორთაჭალის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში დენი მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, გიგა ლორთქიფანიძის, ქიქოძის, იაშვილის, ათონელის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ნიშნიანიძის, ამაღლების, დავითაშვილის, მუსხელიშვილის და მარო მაყაშვილის ქუჩების აბონენტებზე.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის და მიტროფანე ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ანანურის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, რჩეულიშვილის, საქანელას, ვერეს დაღმართის და სანაპიროს ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის IV კვარტლსა და ბელიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

დიდგორის რაიონში, დაბა წავკისის მოსახლეობას დენი 11 საათიდან 16 საათამდე შეუწყდება.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11 საათიდან 16 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, გობრონიძის, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე ელეწტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება.

სამგორის რაიონში დენის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვარკეთილი 3-ის დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის (ნაწილობრივ) აბონენტებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.