გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„გლდანის რაიონში, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის აგარაკების და კერესელიძის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და გელოვანის ქუჩებზე.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ზემო ვეძისის დასახლების, დავით ართმელიძის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ჩიქოვანის, ონიაშვილის, ლვოვის, ნუცუბიძის, კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ალმასიანის, ალასანიას, მარუშიძის, ყუშიტაშვილის და კაპანელის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
ნაძალადევის რაიონში დენი ცოტნე დადიანის ქუჩაზე დენი 12 საათიდან 15 საათამდე შეწყდება.
დიდუბის რაიონში ელეწტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია წერეთლის გამზირზე (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირზე (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, II კვარტლებზე, კოსმონავტების სანაპიროს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ელიავას, გუდაუთის, აგლაძის, კარალეთის, ქურდიანის და ცაბაძის ქუჩებზე.
კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ფონიჭალას დასახლების, თელეთის, ღოღობერიძის, სურგულაძის, ლომინაძის და ჟორდანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ამაღლების, წავკისის, ავთანდილის, ოქროყანის და დავითაშვილის ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, უზნაძის, თვალჭრელიძის და აბაშიძის ქუჩების აბონენტებზე.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ელეწტრომომარაგება 11 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
დიდგორის რაიონში, დაბა კოჯრის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 17 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.