დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:15, 26.04.2018

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ გლდანის მასივის I, II, IV მიკრორაიონების, მამკოდის, ნოზაძის და მორეტის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

დიდგორის რაიონში, დაბა კოჯორში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, სოფელი ახალდაბის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

საბურთალოს რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ნუცუბიძის, დოლიძის,

პანკისის, ბოლქვაძის, ბზვანელის, ბალანჩივაძის, ქაფიანიძის, ჩიქოვანის და ავთო ვარაზის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის აბონენტებს შეზღუდვა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეხებათ.

ასევე, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროდრომის დასახლების VIII, IX, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ვარკეთილი-3 IV, V, VI, VII, VIII, IX კვარტლების, კალოუბნის, შაუმთის, ჯავახეთის, ხომლელის და თრიალეთის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჟღენტის, ხვანჭკარის, ტყიბულის, შატილის, საჩხერეს, ცოდნისკარის, ურეკის, ჩხიკვაძის, მაღალაშვილის, ზაქარაიას, ურიდიას და კაჭრეთის ქუჩებზე.

ასევე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, მანჯგალაძე, წიკლაურის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩებზეც.

 

მსგავსი