დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩებზე. ასევე 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ აკაკი წერეთლის გამზირზე, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმისა და მეტრეველის ქუჩებზე. ასევე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ბელიაშვილისა და ბოხუას ქუჩების.
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება პეკინის გამზირს (ნაწილობრივ), ხვიჩიას, კოსტავას, შარტავას, იოსებიძის და საბურთალოს (ნაწილობრივ) ქუჩებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთის, მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვეზიროვის, გორგასლის, ბერძნის, გრიშაშვილის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბარათაშვილის და სულხანიშვილის ქუჩებზე.

ელექტრომომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ორხევის დასახლების, ჭიჭინაძის და გუგუშვილის ქუჩებს.

ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტალი, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების X მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალი, მესხის, ხუდადოვის, კელაპტრიშვილის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ანაპის 414-ე დივიზიის, ლევან რჩეულიშვილის, ჩარგლის და ზღვისუბნის ქუჩებზე.
ასევე 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხუდადოვის, მესხის, სტურუას, ღუდუშაურის, ჩხიკვაძის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, მანჯგალაძის, დადიანის, მახალდიანის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩებს.
ისნის რაიონში, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, გელოვანის და პატარძეულის ქუჩების მაცხოვრებლებს, ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.