დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონში, გლდანის მასივის I, III მიკრორაიონებში და გობრონიძის ქუჩაზე დენის მიწოდება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონს.
დიდუბის რაიონში, აღმაშენებლის ხეივანზე ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ისნის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, შირაქის, შორაპანის, გარეკახეთის, მათიაშვილის, ჩოჩუას, ლაღიძის, მესხეთის, ბუკისციხის და ჯანელიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ჰოლბრუკის, იუნკერთა და ნავთლუღის ქუჩებს. 15:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება წინანდლის ქუჩაზეც.

საბურთალოს რაიონში, იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ბალანჩივაძის, ბზვანელის და დოლიძის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჩკორის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ), ედიშერ მაღალაშვილის (ნაწილობრივ) და დავით თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირზე (ნაწილობრივ), მედეა ჩახავს, ოთარ ჩხეიძეს, გიორგი გეგეჩკორის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მარიკა ბარათაშვილის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 12 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასალის, ორთაჭალის და ათონელის ქუჩების აბონენტებზე. 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება რუსთავის გზატკეცილზე .

დიდგორის რაიონში, დაბა წავკისში დენი 11 საათიდან 16 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონში, ცხვედაძის, რაზმაძის, ტაბიძის და აბაშიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11 საათიდან 14 საათამდე შეწყდება.

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 19 საათამდე შეეზღუდებათ.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის” განცხადებაში.