დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მერაბ ალექსიძის, ცაგარელის, ბროწეულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეფხისტყაოსნის, მელიქ-სურხავის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის და ნუშის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ კომპანია “თელასში”.