დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„საბურთალოს რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აისის, ჩაჩავას, ფერაძის, ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ნოსირის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ „თელასში”.