დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, ლუბლიანას, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, ჭოხონელიძის, ბელიაშვილის, ბოხუას, მიხეილ ჭიაურელის, ფეიქართა (ნაწილობრივ), ახმეტელის, ჩაჩავას, მიხეილ იოსელიანის, მიქელაძის და რონდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, პროლეტარის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ) და ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII, კვარტლების (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ქუთათელაძის, ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, ფხაკაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, გახოკიძის, ბერიაშვილის, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ კომპანია “თელასში”.