დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს. საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ირაკლი აბაშიძის ქუჩას.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, შავიშვილის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების აბონენტებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება: ყაზბეგის გამზირზე, ოთარ ლორთქიფანიძის, მაღალაშვილის და გეგეჩკორის ქუჩებზე.

დიდგორის რაიონში, სოფელი ტაბახმელაში დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

გლდანის და ნაძალადევის რაიონებში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:– საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IV მიკრორაიონს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა მიკრორაიონის, ავშნის, ნუშის და ნიჟარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ქეთევან წამებულის გამზირის, ფოსტის, ქურხულის, სართიჭალის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, ხერხეულიძის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებზე. 12:00 საათიდან 14:– საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩებს.

სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ლორთქიფანიძის ქუჩის აბონენტებს.

ჩუღურეთის რაიონში, მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.